ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2008


მხედრული

ოცთეთრიანი შავი პასტა წამში იშლება
და მუნდშტუკის როლში გამოდის.
უცნაურია...
გამწლიკვულ "MM"-ს რაღად უნდა ნეტა მუნდშტუკი?!.
ჰო,
ვუსაქმურობ კი არა და, -
ვისვენებ ახლა.
...და მერე -
უკურეაქციით -
ამავე პასტით
ჩემს რვეულში ვაბრუნებ მხედრულს -
ა ნ
ბ ა ნ
გ ა ნ
დ ო ნ
ე ნ
ვ ი ნ
ზ ე ნ
თ ა ნ
ი ნ
კ ა ნ
ლ ა ს
მ ა ნ
ნ ა რ
ო ნ
პ ა რ
ჟ ა ნ
რ ა ე
ს ა ნ
ტ ა რ
უ ნ
ფ ა რ
ქ ა ნ
ღ ა ნ
ყ ა რ
შ ი ნ
ჩ ი ნ
ც ა ნ
ძ ი ლ
წ ი ლ
ჭ ა რ
ხ ა ნ
ჯ ა ნ
ჰ ა ე -
კვამლის რგოლებად რომ ვუშვებდი
ცოტა ხნის წინათ
შენთან,
ზ ე ც ა შ ი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები