ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ციცინო
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2013


***


ხომ ვიცი თუმცა,
რომ სიმრავლე ქვასავით ყრუა,
მე მტკივა მაინც,
უცნაურად,
ოცნება ბერწი,
და, როგორც დილა,
მიწასა და სილურჯეს შუა,
ვარ განფენილი
და სიმშვიდეს ამაოდ ვეძებ.
ამბობ, რომ ახლა აღსარების
ნამდვილად არა,
მაგრამ ხარ სევდის ხასიათზე
_ ცა გადარაზე,
მე უნდა თავზე დავილეწო
ჩემი სინჯარა,
მამყოფებს რაშიც ბედისწერა
და მერე
ხაზებს
ხელისგულზე,
არავის ვანდობ,
ირწევა,
როგორც, უღრანებში,
ტყის მწვანე წელი,
თუ თავისთავად აცხადდები, კარგი,
თუ _ არა,
მე გრიგალებზე,
რა ხანია ავიღე ხელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები