ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2013


*** (ციკლიდან "წამოდექი")

ვეღარ წამოდგები,ვერა...
ვეღარც ცაზე დაწერ ლექსებს...
როცა არც ოცნების გჯერა,
როცა არც იმედებს ეძებ.

ვეღარ მოიხურავ ფიქრებს,
ვეღარც სხვას მოახვევ თავზე,
ერთი სიტყვა დარჩა : იქნებ
ან,იქნებ სულაც არ ამხელ,

რომ  დაღლას არ იმჩნევ სხვებთან,
რომ ყველა ოცნება მოკვდ,ა
ადრე,რომ სიცოცხლე ერქვა
ახლა სიკვდილს არქმევ მორცხვად...

და ალბათ მოვა და ხვდები,
ყველაფერს ამაოდ ქმნიდი
შეძლეს,დაგამტვრიეს ფრთები
შეძლეს და სულ მარტო დარჩი.

ასე წამოდგომა,ხვდები
არის უტოპია ალბათ
შეძლეს დაგამტვრიეს ფრთები
შეძლეს,რომ სულ მარტო დარჩი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები