ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: საბავშვო
25 ოქტომბერი, 2013


ანბანი

მაღალი მთიდან,
წყარომ ანკარამ,
წვეთ-წვეთად,
მთიდან ბარში გატარა
და წარსულიდან მომავლისაკენ
ქართული სული გამოგატანა.
ხან მოთხრობა ხარ და ხანაც ლექსი
ყველა წიგნი ხომ გულით გატარებს,
მოქარგულია ფურცლები შენით,
დიდს გადაშლი,თუ ზომით პატარას.
შენ ანბანი ხარ,
ქართული სულით,
ყველა მოთხრობის,
ლექსის აკვანი,
ოცდაცამეტი გასაღები ხარ,
ქართული გენის სიტყვის საკანის.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები