ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2013


არაფერი ახალი.

ევასთვის დიდხანს არსებობდა მხოლოდ ის,
ადამი...-ღმერთში!...
და იკვრებოდა სამკუთხედი სიყვარულისა...
სამი და...-ერთი!
მერე კი, მერე???....
(ქალი იყო და ეშმაკი აწვალებდა)
ადამი ჯერ ღვთის პირიდან გადააგდო,
აკრძალული ხილი აგემა,
არც ამას დასჯერდა,
ადგა და სულაც გამოეყო.
თავისი წილი ძალაუფლება გამოიტანა,
როგორც კი ფეხზე დადგა მყარად,
სამყარო ფეხქვეშ მოიქცია...ევროპა...
ქალი...- რევოლუცია!...
...............................................
და აი, ასე დგას საკითხი ახლა:
სიყვარული თუ ძალაუფლება?
სიყვარული თუ ძალაუფლება და
არცერთშემთხვევაში...-თავისუფლება.
თავისუფლება ყოველთვის ქონდა,
თავისუფლება ღმერთში იყო,...(ახლაც იქ არის)
-ღმერთი კი მათთან...
ჰო... არჩევანის გაკეთება ძნელია დღეს და
ძნელი იყო, მაშინაც ალბათ....მაგრამ...
დღეს...- მე ვარ ევა!
მონანული, უჟამო და უასაკო  ევა ვარ - ყველა!
(სიყვარული თუ ძალაუფლება?...)
ძალუფლებას დავთმობდი და სიყვარულს ვერა!
ყველა კადრს უკან დავაბრუნებდი...
მე..- ადამში...,  ადამი..-ღმერთში...
და ასე...ასე...- სამკუთხედი სიყვარულისა....
სამყარო კვლავაც გახდებოდა სამი და...- ერთი!
..........................................................................
ადამ!...სადა ხარ???...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები