დღე და ღამე ერთმანეთს მისდევს სევდით და ღიმილით და ისეთი თანმიმდევრობით სარძევე კბილებს რომ იცვლიდა ასკინკილა ჩემი ბავშვობა.
"თაგვო, თაგვო, ჩემი ჭიანი კბილი შენ..." და ასე შემდეგ, სახურავზე გააქვს წკაპანი წკიპურტებივით მოგონებებს მაისის წვიმის.
დღემდე ასეა. მძიმედ მოსული, გულგამოხრული, უფერული საღამოები მინდა, სულ ბოლო სართულიდან მოვისროლო. თაგვებს კი არა, სადარბაზოს ვირთხებს ავუგდო საჯილდაოდ. სასთუმალთან კი, მხოლოდ ის დღეები დავილაგო საღამურებივით უთოს სითბო რომ შერჩენიათ. დილა კი, საღი კბილების ღიმილით მომიყვანოს საათის ტიკტიკმა და ტიტინმა პატარა შვილის, რომელმაც არ იცის, რომ სახურავზე სხვა სამყაროა, ხოლო სარდაფში ერთხელ მაინც მოუწევს ჩასვლა და იმის აღქმა, რომ უბით მხოლოდ თეთრ ზაზუნებს დაატარებენ, ხოლო ნაცრისფერს ფერებს შორის ღამურების ატყვია დამღა...
რა დამღლელია ეს ყოველივე, თუ რუხ ღამეებს არ დაჰყვება გარიჟრაჟის ჟღალი არშია. თუ დღის სინათლეს მონატრებულ ჟანგიან ლექსებს, სულ ერთხელ მაინც, ტანზე სველი კაბა არ ცმიათ.
"არ გამიცივდე მაგ წვიმაში, სულელო გოგო!" და ასე შემდეგ სახურავზე გააქვს წკაპანი წკიპურტებივით მოგონებებს მაისის წვიმის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. "თაგვო, თაგვო, ჩემი ჭიანი კბილი შენ..." და... ასე შემდეგ სახურავზე გააქვს წკაპანი წკიპურტებივით მოგონებებს მაისის წვიმის.
მშვენიერია! "თაგვო, თაგვო, ჩემი ჭიანი კბილი შენ..." და... ასე შემდეგ სახურავზე გააქვს წკაპანი წკიპურტებივით მოგონებებს მაისის წვიმის.
მშვენიერია!
11. "სასთუმალთან კი, მხოლოდ ის დღეები დავილაგო საღამურებივით უთოს სითბო რომ შერჩენიათ. დილა კი, საღი კბილების ღიმილით მომიყვანოს საათის ტიკტიკმა"
შემოვიცვი თქვენი ლექსიდან გადმოღვრილი სითბო და ახლა ჩემი მოგონების "სახურავზე" ჩამომჯდარ ბავშვობას ვესაუბრები... რა კარგი შესრულება იყო... 5 "სასთუმალთან კი, მხოლოდ ის დღეები დავილაგო საღამურებივით უთოს სითბო რომ შერჩენიათ. დილა კი, საღი კბილების ღიმილით მომიყვანოს საათის ტიკტიკმა"
შემოვიცვი თქვენი ლექსიდან გადმოღვრილი სითბო და ახლა ჩემი მოგონების "სახურავზე" ჩამომჯდარ ბავშვობას ვესაუბრები... რა კარგი შესრულება იყო... 5
10. უფ, რა კარგი იყო... ) +5 უფ, რა კარგი იყო... ) +5
9. "დღემდე ასეა. მძიმედ მოსული, გულგამოხრული, უფერული საღამოები მინდა, ფანჯრიდან მოვისროლო. თაგვებს კი არა, სადარბაზოს ვირთხებს ავუგდო საჯილდაოდ. სასთუმალთან კი, მხოლოდ ის დღეები დავილაგო საღამურებივით უთოს სითბო რომ შერჩენიათ." +++++ "დღემდე ასეა. მძიმედ მოსული, გულგამოხრული, უფერული საღამოები მინდა, ფანჯრიდან მოვისროლო. თაგვებს კი არა, სადარბაზოს ვირთხებს ავუგდო საჯილდაოდ. სასთუმალთან კი, მხოლოდ ის დღეები დავილაგო საღამურებივით უთოს სითბო რომ შერჩენიათ." +++++
8. მადლობა ახლადშეძენილ მკითხველებსაც. მადლობა ახლადშეძენილ მკითხველებსაც.
7. კარგია. +++++ კარგია. +++++
6. ლამაზი, ქალური, თბილი ლექსია.. ++ ლამაზი, ქალური, თბილი ლექსია.. ++
5. აი სულ ერთი და იგივე რომ ხდება და გბეზრდება, და უცებ რაღაც სიახლე მოხდება და გაგეხარდება, ასე მომეწონა ახლა მე ეს ლექსი. 5! აი სულ ერთი და იგივე რომ ხდება და გბეზრდება, და უცებ რაღაც სიახლე მოხდება და გაგეხარდება, ასე მომეწონა ახლა მე ეს ლექსი. 5!
4. ნეფერტარ, ჭანანა, თოლია__მადლობა თქვენ, ასე ერთგულებო, ჩემო უცნობებო, მაგრამ მაინც საოცრად ახლობლებო!
დიდი სიყვარულით... ნეფერტარ, ჭანანა, თოლია__მადლობა თქვენ, ასე ერთგულებო, ჩემო უცნობებო, მაგრამ მაინც საოცრად ახლობლებო!
დიდი სიყვარულით...
3. მახსოვდა ეს ლექსი, იმ 15 სახვარამზეო ლექსიდან.
სასთუმალთან დასალაგებელი დღეები (ჩვენი) როგორ გავს თურმე ერთმანეთს.
და კიდევ ის–მაისის წვიმა თმებს რომ ზრდის და აზიმზიმებს :)
ხოდა, ახლა ვიცი, ვინც ხართ, იდუმალო მაგდალენა ბეი :)
მახსოვდა ეს ლექსი, იმ 15 სახვარამზეო ლექსიდან.
სასთუმალთან დასალაგებელი დღეები (ჩვენი) როგორ გავს თურმე ერთმანეთს.
და კიდევ ის–მაისის წვიმა თმებს რომ ზრდის და აზიმზიმებს :)
ხოდა, ახლა ვიცი, ვინც ხართ, იდუმალო მაგდალენა ბეი :)
2. რა კაერგიააა...წვიმს...და წავედი მოგონენბებში... წვიმს...და ბავშვობა სველ კაბას იცვამს...:-* 555 რა კაერგიააა...წვიმს...და წავედი მოგონენბებში... წვიმს...და ბავშვობა სველ კაბას იცვამს...:-* 555
1. მომეწონა ძალიან. ჩემი კბილების სახურავზე წკაპუნი გავიგონე.
"მძიმედ მოსული, გულგამოხრული, უფერული საღამოები მინდა, ფანჯრიდან მოვისროლო. თაგვებს კი არა, სადარბაზოს ვირთხებს ავუგდო საჯილდაოდ." - ესეც...
და 5 ქულა, რომელიც მეცოტავება ძალიან მომეწონა ძალიან. ჩემი კბილების სახურავზე წკაპუნი გავიგონე.
"მძიმედ მოსული, გულგამოხრული, უფერული საღამოები მინდა, ფანჯრიდან მოვისროლო. თაგვებს კი არა, სადარბაზოს ვირთხებს ავუგდო საჯილდაოდ." - ესეც...
და 5 ქულა, რომელიც მეცოტავება ძალიან
|
|
მონაცემები არ არის |
|
|