ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2013


***

გაშლილ მდელოს დარაჯობენ
ღიღილო და ყაყაჩო,
სიმწვანეში ჩაქარგულან,
მათ ყურებას არა ჯობს...
მოვისურვე სახლშიც მქონდეს
სილამაზე გრძნეული,
გამოვკრიფე ჩემი ხელით,
თაიგული რჩეული.
მოვირბინე სახლში, მინდა
წყალს მივანდო სუნთქვა მათი,
გადმოვიღე საყვავილე
და მოვაწყვე ყვავილფართი...
ჩემი ბროლის საყვავილე
ჭურჭლის საცავს მართლაც "შველის"
სილამაზით, თანაც გულზე
მას "როკოკოს" ჯილდოც შვენის.
წყლით ავავსე, დიდებული
კიდევ უფრო გადიადდა,
ყველაფერი მის გარშემო
თითქოს უფრო გაიაფდა.
წყალში ჩავდე თაიგული,
გაუნათდა კერას გული,
მხოლოდ ველის სილამაზე
იყურება დაბნეული:
_ჩვენ გვერჩივნა მწვანე მდელო,
ის ხომ ჩვენით ამაყობდა,
დედოფლობას ვიჩემებდით,
აქ "ტახტრევანს" ვდარაჯობთ და...
მივხვდი უცებ რაცა სურდათ,
მოვუძებნე თიხის ქილა,
სახლის წყალი არ ვაკადრე,
ჩავუწურე ღრუბლის ფთილა...
გაიხარეს ყვავილებმა,
მოიღერეს ყელი მარდად,
დედოფლობაც დაიბრუნეს,
სილამაზის შალეს ფარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს