ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2013


შეშლილის მონოლოგი

მე შეშლილივით მაბოდებს დღემდე
შენი თვალების ულევი შუქი...
და მარტოობის ყრუ დერეფნებში
დავხეტიალობ ღამურასავით...
დაგეძებ ყველგან...
ვერ გიპოვი, მაგრამ დაგეძებ...
და ისიც ვიცი,
დიდი ხნის წინათ რომ მიგიჩინე
ჩემს გულში ბინა...
საგულდაგულოდ ჩაგირაზე კარი მერე
და
ახლაც იქა ხარ –
ჩემს გულში სახლობ...
და მხოლოდ მაშინ,
გაუსაძლისი მარტობაა როცა შემინგრევს
გულის კარსა და
მყუდროობას როცა დამირღვევს,
შეშლილივით ვაბოდებ მერე
შენი თვალების ულევ შუქს და
უსიტყვო სითბოს...
მე ბედისწერამ უშენობა მომიქსოვა
საქორწინო კაბის სანაცვლოდ...
მაგრამ უშენოდ ერთი წამიც არ
მიცხოვრია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს