ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2013


რა იქნებოდა?!

რა იქნებოდა უფრო პატარა ყოფილიყავი,
მაშინ თავსაც ხომ გადავირჩენდი,
მაგრამ ისეთი უსაშველო შეიქმენ ჩემთვის,
როგორც ბილბორდი
გადაგდებული ციცქნა ფურცლისთვის,
ძლივს მოგინელე,
გადავხიე შენი სახელი,
და კიდევ ერთხელ,
კიდევ ერთხელ,
სანამ ნაკუწებად გადაგაქციე,
სხვანაირად ხომ ვერ ჩაგტევდი ნაგვის ურნაში...
არ მიჯერებდნენ ურჩი თითები,
წებოსაც ეცნენ გამალებით,
არ დავანებე,
შეუბრალებლად დავიჭედე ხელებს ლურსმნები...
ნეტავ ოდესმე თუ გახუნდება ის,
რაც დაწერე, ამ პაწაწინა,
გადაგდებულ სუფთა ფურცელზე?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები