ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2013


შემეშვილი ლუციფერ

ღამე ოპიუმში ლექსად ჩაძირული
ნიავი გულმკერდს ბუმბულით ეფერება,
დუღდება აგვისტო მე ვარ გაყინული
ყვითლად ლამპიონი ჭადარს ეღვენთება,

შენ კედლის საათით მითვლი უძილობას,
იცი? ეს წიწკწიკი აფუჭებს ყველაფერს,
ვიცი შენ მიხატავ ბედის უიღბლობას
შემეშვი, შემეშვი, შემეშვი, ლუციფერ

მე ლურჯ სიშორეში ფიქრით გავჭენდები,
ცოდვით დამძიმელ სულებს რომ ეძებენ,
ლექსში დავღამდები, ლექსში გავთენდები,
ოღონდაც შემეშვი, შემეშვი ბელზებელ,

ოჰ როგორ კაწრავენ ნერვებს სტრიქონები,
როცა თავხედურად ვაფრქვევ უნიჭობას,
ამ სტროფშიც მისმინე, ამ სტროფშიც განვმარტავ
შემეშვი არ გესმის?  განვედ შენ სატანავ

სიშავე სილურჯემ, სილურჯე სიწითლემ,
შეცვალა ფერებით დაისმა ისევ,
სატანავ ბელზებელ ლუციფერ მისმინეთ
მე აღარ გეშვებით დუელში გიწვევთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები