ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2013


მახსოვხარ ინანა...

მახსოვხარ ინანა,
მაჩნიხარ მაჯებზე,
ლანდივით ვატარებ
სევდიან არშიებს,
ცოდვისთვის ცოდვა ხარ
თავს თითქოს ვაჯერებ,
შორიდან გიმზერ და
მზესავით მაშინებ.
როგორი ცივი გაქვს
დამწვარი ტერფები,
აღმართზე სიარულს
ეჩვევი თავიდან,
ტყდებიან სხივები
უცნაურ ფერებში,
ღამეებს ათენებ
და რაც დრო გავიდა
მით უფრო ცდილობ, რომ
დამშორდე მისამართს,
რომ გკითხონ არც გახსოვს
შეხვედრის ადგილი,
ჩადრში რომ დაგმალე
მე სწორედ ისა ვარ,
სიზმრებში ყვავილობს
დღეს შენი მანდილი.
მოეშვი ხეტიალს
მე შევძლებ დანარჩენს,
თუ გნახე ერთხელაც,
აღარ ვარ გამშვები,
მე ბედზე მეტი ვარ
იქნება გადავრჩეთ,
თუ ღმერთიც ინებებს,
თუ დადგა საშველი...
მახსოვხარ ინანა,
შენ გქვია წარსული
და ცხოვრობ საყდარში
შენივე ნაშენებ,
ანათებ ბნელში და
ცხოვრება მზე არის
შენსავით არეულ
ამინდს რომ ამშვენებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები