ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2013


"რაღაც"

"რაღაც" არ მოსწონს სატანას ღმერთის,
მაგრამ არ იცის ეს "რაღაც" რაა,
თუმცა ვერ მოაქვს საბუთი ერთიც -
ჯიუტად მაინც განაგრძობს დავას.

"რაღაც" არ მოსწონს სატანას ღმერთის,
მის ძიებაში ხვნეშის, ცოდვილობს,
უმიზეზობა არის სულერთი -
არის მარადის უკმაყოფილო.

"რაღაც" არ მოსწონთ მათ ერთმანეთის...

1 ნოემბერი, 2013 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები