ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2008


///უსათაუროდ///

მკვდარი ჩიტივით ვენარცხები
ზოგჯერ მიწაზე,
ძლივს ავდგები და...
გადამსხრეულ ძვლებით
ვხანხალებ...
ალბათ ვარკვლავებს
ბავშვობაში ხშირად ითვლიდი,
შუბლის კუთხესთან ვარსკვლავედი
უქარგავთ ხალებს.

დიაცი ხარო,
იპოვნიო ოდესმე კუროს, -
ირონიულად მომიჭიმავ
ტუჩის ნაოჭებს,
საშველი - ლექსი
გონებაში ამ დროს ხმაურობს
როგორც მშიერმა
თაგვმა იცის საკუჭნაოში.

მეც გულს ვაყოლებ,
აღარ ვიმჩნევ - მაყენებ ზიანს,
რატომღაც გსურს, რომ დაუმატო
სულის იარებს...
ვარ სიმახინჯე-
აბრეშუმის მსუქანი ჭია
და წუთი-წუთზე
თეთრ პეპელას ვიმშობიარებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები