ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2013


ჩამტყდარა ხიდები

ჩამტყდარა ხიდები, ერთმანეთს ვეღარ ვცნობთ,
არ გვესმის ამ ქვეყნის ტკივილი, გოდება,
ჩაკეტილ სახლებში, ფიქრების საყრელზე,
მხოლოდ სიმარტოვე სარკმელს ეყუდება.
უგრძნობი სამყარო  გამშრალი თვალებით,
ფულზე დაგეშილი ძაღლური ალღოთი,
სულს ითქვამს წამებით, ჩქარობს და გვაბრუნებს
ციყვივით, ნაღველით ტყის პირებს გავყურებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები