ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: იუმორისტული
4 ნოემბერი, 2013


პარასკევი, 13

დილის შვიდია და ბუზი არ მაძინებს,
ზედ ფეხის გულებზე მაჯდება – წყეული.
ოხ, მე შენი დედა!.. (ბოლო ხმით ვაგინებ)
შენ გნახე ობობის ქსელში გახვეული!..

რაღა დამაძინებს?!. ვდგები, ჯერ არ ვიცვამ
(ბარემ მოვითავო დილის ტუალეტი...),
ონკანს ვაღებ, მაგრამ წყალი არა ისა,
ოხ, მე შენი დედა, შენი გადამკეტი!..

ტელევიზორს ჩავრთავ (მაინც გატყდა ძილი),
გარეთ რაღას გავალ, გაწეპილი თავით?!.
დენიც არ ყოფილა, თფუ ეს დაწყევლილი!
ოხ, მე შენი დედა, შენი გამომრთავი!..

ვაჰ, რა გინდა რო ქნა, რა დღე გამითენდა?!
გაზეთების მაინც გავერთობი კითხვით.
თარიღს დავხედე და ოხ, მე შენი დედა –
პარასკევი დღეა, ცამეტია რიცხვი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს