ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2013


გლობალური პრობლემა

ჰეჲ, "მეთევზე", დაანებე თავი ამ – დენს,
გაეცალე, ახლა დროა ქვირითობის,
ვეღარ უძლებს, შე უღმერთო, ვეღარ, ამდენს!
ვერ ხედავ, რომ ტბაში თევზი აღარ მოდის?!

ჰეჲ, "მეტყევე", "ტყე – ნაჯახით ცოცხლობს", მაგრამ
ნაჯახითვე არ მოტეხო იგივ ტოტი,
რომელზედაც ჩამომჯდარხარ და ხმამაღლა
გაჰკივიხარ, როგორც ჭრელი მიკიოტი.

"მონადირე", შვლის ნუკრებზე მონადირე,
სანამ მთელ ტყეს გაჟლეტ, როგორც საცდელ ვირთხებს,
გამოიღე მაგ თვალებში რომ გაქვს დვირე
და წითელი წიგნი მაინც წაიკითხე.

პი.ეს. – გლობალიზაციის მომხრე "ტვინებს" –
მე ამათ მივმართავ, მაგრამ თქვენ ისმინეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები