ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2013


მე შენთან მოვალ

მე შენთან მოვალ, დამაგლეჯენ ზვირთები მკლავებს,
იქნებ ვეღარ მცნობ, დაგავიწყდი დიდი ხანია,
მოვარდნილ გრძნობებს, როგორც ზღვაში ნაფოტებს წყალი,
გადმოისვრიან ამ სხეულის ყველა უჯრედით
რეცეპტორები, დამწყდარ ნერვებს რომ აბარია.
ჩემს მოგონებებს შემოვიცმევ, როგორც სამოსელს,
მონატრება კი, ქუდად მადევს, ფრთათეთრ თოლიად,
მივაპობ ტალღებს და შიმშილი იმ სიყვარულის,
კვლავ მაპოვნინებს, იმედია, დაკარგულ სახეს,
ზღვის სამეფოში უფლისწულის ტახტი გქონია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები