ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2013


ამ მანძილს შეხედე დედა...

...
ამ მანძილს შეხედე დედა,
რემა რომ დაჩრდილავს მინდვრებს.
ერთხელაც თოვლივით დადებს
ხეებზე ზაფხულს და ვიდრე

მე და შენ გვატყუებს თვალი...
დროის ჩარხს აცდენილ მზერით
დღეები წლებივით ვთვალე,
მივყავარ რაც უფრო ზევით...

ამ მანძილს რა ვუთხარ დედი,
ჩრდილია თუ სადმე, ჩერო.
ასეა სიშორის დარდი,
ჩამოგავს უფოთლო ჭერამს...

შენ ამბობ გაივსო სივრცე
და ყველა შრეში ვენდეტა.
თავიდან ვისწავლით სიცილს
სიყვარულს ლოდინზე მეტად!

ნ.ს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები