ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2013


მე-მეს

თქვენ,გააფრინეთ ბატონო ლიპო,
ღამის,სიგიჟის ძმობილი გახდით,
მოსპეთ,რაც თვენში სიმშვიდე იყო
და თითქოს მაშინ სიზმრებიც ახდა,

სიზმრები,სადაც ამსხვრევდით ზეცას,
სიზმრები,სადაც იგლეჯდით ნიღაბს...
თქვენ,თქვენს სიგიჟეს ფურცლებად კეცავთ,
ამის ნაცვლად კი მადლობებს იღებთ...

თქვენ,შეშლილი ხართ ბატონო ჩემო!
ყოველ საღამოს დარაჯობთ მთვარეს,
ამბობთ,რომ გინდათ სამყარო წეროთ,
და ღამით-მალავთ ცრემლიან თვალებს...

თქვენ, სულელი ხართ ბატონო ლიპო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები