ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2013


ორგულ მეუღლეს

რად ცდილობ თავი გამითანაბრო,
მე ხომ ჩემს თავზე მაღლა გაყენებ?!
ან შეჯიბრია, თქვი, ახლა რა დროს,
ამ ბარიკადებს რისთვის აშენებ?!

გონება ეგრე რამ დაგიბინდა,
ღვთის შეერთებულს რომ ლამობ გაჰყო?!
ვინ მოგიწონებს, ანდა რად გინდა
პატივს იყო და ვერ გულისხმაჰყო?!

ოჯახთა ნგრევის ბრმა ტენდენციას,
უღმერთო მოდის კარნახს რად ჰყვები?!
მიიღებ ვითომ სეთისფექციას,
უსიყვარულოდ სხვას თუ გაჰყვები?!

არა მგონია! მაგრამ არ გიჭერ,
გიშვებ და დღეებს გისურვებ მზიანს,
გაყრის წერილში ოღონდ ჩაგიწერ,
რომ ერთგულება არ შეგიძლია!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები