ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2013


გახსენდები ვითომ?

შემოდგომის გზებს და შემოდგომის ქუჩებს,
შენი ნაბიჯების ახსოვთ ჩუმი ჩამი,
ხსოვნას უკვე დრო და ჟამი ვერ აყუჩებს,
დათვლილია წუთი, დათვლილია წამი...
ქარი ფანტავს დუმილს,ძოწისფერი სუნთქვა,
აჟრიალებთ ურცხვად გაშიშვლებულ ხეებს,
ხეივნებშიც ძოწი დაუყრიათ მუქთად,
ბროწეულის ფარცხით ჰგვიან ყვითელ დღეებს...
და გავრბივარ, არცკი ვიცი სად და ვისთან,
დავაბიჯე მეც კი, უკანასკნელ ფოთოლს.
დარჩენილა ჩემგან მხოლოდ ერთი რითმა,
მხოლოდ ერთი სტროფი. ალალი და თოთო,
შემოდგომის გზებს და ქუჩებს შემოდგომის,
შენი ნაბიჯების შერჩენია სითბო.
ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, კენტად მდგომი,
ამ ქარვისფერ ჩრდილში გახსენდები ვითომ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები