ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: თარგმანი
18 ნოემბერი, 2013


ჩარლზ ბუკოვსკი - რა შეგვიძლია მოვუხერხოთ?

კაცობრიობას ვერ დავუკარგავთ იმას, რომ სიფაქიზე გააჩნია.
რაღაც დოზით თანაზიარნი არიან და
ხანდახან
სიმამაცის დემონსტრირებასაც ახდენენ,
მაგრამ მთელი ამ
მახასიათებლების გროვის მიუხედავად,
ბევრი ვერაფრით დაიკვეხნის პლანეტა.

ის, რაღაც ვებერთელა ცხოველს გავს, რომელსაც ძინავს და რომლის გაღვიძებაც
არაფერს შეუძლია.
როცა აქტიურდება კაცობრიობის მეორე, უკიდურესი მხარე: სისასტიკის, ეგოიზმის,
უსამართლობის და მკვლელობის.

რა შეგვიძლია მოვუხერხოთ ამ კაცობრიობას?

არაფერი.

თავი უნდა ავარიდოთ ასეთ რამეებს, რამდენადაც შესაძლებელია.
ისე აღვიქვათ, როგორც რამე, შხამიანი,
მკტიცე
და აზრგამოცლილი.

მაგრამ იფრთხილე. მას საკუთარი დაუწერელი კანონები აქვს,
რათა თავი დაიცვას შენგან.

მან შეიძლება ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოგკლას.

თავი რომ აარიდო, საკმაოდ მოქნილი უნდა იყო.

გეგმის შედგენა შენზეა.

მე არავინ შემხვედრია, ვინც ხელიდან დაუსხლტდა მას.

მე შევხვედრილვარ რამოდენიმე ცნობილ და სახელგანთქმულ ადამიანს, მაგრამ
მათ არც უცდიათ მისგან თავის დაღწევა,
ვინაიდან, ისინი მხოლოდ კაცობრიობის ფარგლებში იყვნენ
სახელგანთქმულნი და ცნობილნი.

მეც არ დამიღწევია მისგან თავი,
მაგრამ ყოველდღიურ მცდელობებში
ჯერ არ დავმარცხებულვარ.

სიკვდილამდე კი, იმედი მაქვს, რომ სიცოცხლეს შევიძენ.



http://bukowski.net/poems/what.php

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები