ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
19 ნოემბერი, 2013


სოფლელის ავტოპორტრეტი (რეალური ამბავი)

არ დავწერო რა აზრი აქვს, მონაყოლი მაქვს უკვე:
მოკლედ სამიოდ წლის ამბავია, ერთ დილას ბათუმიდან თბილისში ჩამოვედი მატარებლით, დილაა, 6.45 სთ., მძინავს ნახევრად, ჩავედი მეტროში, ბარგით ვარ...
მივედი სალაროსთან, რიგია, მივაღწიე ბოლო-ბოლო და ერთი ჟეტონი მომეცითმეთქი, მოლარე მომაშტერდა რამდენიმე წამით და ამომღრიალა - შენ სოფლელი ხომ არ ხარო...
მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა;
- რაშია ქალბატონო საქმემეთქი: - ამოვილუღლუღე.
- რა რაშია? თბილისში რამდენი ხანი არ ყოფილხარ, მეტრომანი არ გაგიგიაო?
აზრზე არ ვარ რა სიტყვა მითხრა და გავჩუმდი, არც ვიმეორებ, ე მანდ შეცდომით არ ვთქვამეთქი და ხო რაცაა მომეცი ფული მაქვსმეთქი (რიგი შევაყოვნე და ვიუხერხულე ზურგს უკან…).
მოლარე განაგრძობს ჯიუტად:
- რა სოფლელივით დგახარ, ან ჩარიცხე ან გაიარე;
ჩამირიცხე, ფული მაქვსმეთქი; დავიჩემე, - რამდენიო? ვიფიქრე 50 თეთრზე მეტი როგორ ეღირება, მაგრამ ლარი იყოს, შარი არ ვნახო და ლარისმეთქი მივეცი ხუთლარიანი; გამომიწოდა პლასტიკური ბარათი, გამომიწერა ერთი ჩეკი, მეორე ჩეკი და ორლარიანი, ავიღე ეს ყველაფერი, მოვკიდე ჩემს ბარგი-ბარხანას ხელი, გამოსვლა დავაპირე და უცებ გონება გამინათდა, დავალაგე ისევ ყველაფერი, მივუბრუნდი მოლარეს - რას გეტყვი იცი ქალბატონო, ხუთს მინუს ერთი ოთხი არაამეთქი?
მოლარე ლამის გამოძვრა სალაროს ღრუდან, - შე სოფლელოო იკივლა: - ხუთს მინუს ერთი ოთხი კია, მაგრამ ეგ პლასტიკური ბარათი ორი ლარი რომ ღირს მე გადაგიხადო მაგის ფულიო?...
ავალაგე ჩემი ნივთები ისევ და წავედი ესკალატორისკენ. დავდექი ჩასასვლელთან ...
მგონია უნდა ჩავაგდო ეს ბარათი სადმე, ჟეტონივით, აპარატს ხან გვერდიდან ვსინჯავ, ხან წინიდან, ესკალატორის მხარესაც გადავყევი თავი და მეტრომანის ჩასაგდებს ვერსად მივაგენი, დადგა ისევ ჩემს უკან რიგი და ჩოჩქოლი.
- ე ბიჯო გაეთრიე ვიღაცა ხარ; - ვგრძნობ განწობას ახლოს მდგომი დარბაისელმა ქალის გამოხედვაში. რიგში, ჩემს მერე, ორი მოხულიგნო თინეიჯერი დგას და სერიოზულად კაიფოფს...
ისე ვარ, ტაქსით წასვლას ვნატრობ ან გადახტომას ამ გასასვლელზე, მაგრამ უკან დახევაც აღარ გამომდის, მთელი მეტრო ჩემზე ხალისობს...
მორიგე ქალი მოვიდა, მოხუცი, მეტროს თანამშრომლის ფორმაშია, რას შვები რატომ არ გადიხარო? ვახ, ვიფიქრე ღმერთმა მხსნელი გამომიგზავნამეთქი, გამოვედი რიგიდან და ქალბატონო აგერ ეს მაქვს (მეტრომანს ვაჩვენებ), ფულიც მაქვს და გამიშვითმეთქი...
ეს ქალი თურმე მიყურებს რაც მეტროში ვარ და პირდაპირ შემომიტია: შე მართლა სოფლელო, აგერ დაადებ ამას და მწვანე აინთება გახვალო და დაადო მეტრომანი აპარატს, აინთო მწვანე და უკან რომ მედგა ორი მოხულიგნო, იმათგან ერთი გავიდა ამ ჩემი გატარებული მეტორმანით.
რას აკეთებ, - ქალს ვეუბნები, - მე უნდა გავსულიყავი;
- ხოო, მიპასუხა, წამოიცვა სათვალე და დაადო მეორედ მეტრომანი, დაადო და გაძვრა ის მეორე მოხულოგნოც და დავრჩი ისევ ადგილზე მეტრომანზე 20 თეთრის ნაშთით (ერთხელ გავლა 40 თეთრი ღირებულა) და 20 თეთღით ვეღარ გავდივარ, არადა სალაროსთან დაბრუნების შანსი არ მაქვს.
ავჯანყდი და მივდექი ამ ქალს, გამიშვი როგორც გინდამეთქი, ამანაც ორჯერ გაგიშვი და ერთხელ მაინც გასულიყავიო გადამიყვანა ჭკუიდან, რიგი დადგა ისევ და, ისევ სოფლელი, სოფლელის ძახილი...
მოვიდა მეტროს პოლიციელი და რაებს აკეთებ ამხელა კაციო??? ვეუბნები ვისაც (!) გინდა კითხე მეტრომანზე ფული მქონდა და ამ ქალის გამო ვერ ჩავედი და ისეც მაქვს ფული და გამიშვი კაცურადმეთქი (მუქარისა და თხოვნის კომბინაციური მონოლოგი გამომივიდა), მიყურა ამ კაცმა და სავარაუდოდ კიდეც შევეცოდე და კიდეც მოერიდა რიგში მყოფი ხალხის აღშფოთებას, მომკიდა ხელი და სათადარიგო გასასვლელიდან გამიშვა ესკალატორთან.
აი ასე იყო ეს ამბავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები