ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2013


'''

მე დღემდე გარდასულ ბავშვობას მივტირი,
მივტირი ვარდისფერ,ხასხასა აისებს,
გვეგონა ედემი თბილისის ზღვისპირი,
ვცელქობდით,გვიყვარდა,ვჩხუბობდით და ისევ
გვიყვარდა,მთაწმინდა მგოსანთა საუფლო,
ეს სულის წალკოტი,ეზოც და კერიაც,
მე დღემდე იქაურ სულებთან ვსაუბრობ,
თუ გვტკივა,თუ გვათრობს,რაც შემოგვრჩენია
იმ ლაღი ბავსვობის ბრალია უთუოდ,
ახლაც რომ გვწყურია ლოთივით სამყარო,
თორემ დღეს სიცოცხლე გაძლება უფროა,
მაინც თავს ვიკავებთ ფარ-ხმალი დავყაროთ.
მე დღემდე უფლისფერ ბავშვობას მივტირი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები