ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2013


თეთრი კატა წითელი ხის ფონზე......

თეთრი კატა წითელი ხის ფონზე
იზმორება...  მუსიკაა  სწორი....
გაყურსული დრო ზიგზაგით,
როდის?...... მეორდება,
როცა  წამი ისევ 
ფოთოლცვენას  გაყვითლებით
იწერს და ათასი  გაზმორების
შემდეგ, ყველა წრეწირს
კვლავ თავიდან იწყებს.
თეთრი კატა წითელი ხის ფონზე
იზმორება..... და არაფერს ისეთს
ნიშნავს თითქოს.... პაუზათა შორის
ეს მუსიკა მაინც... ცოტა დიდხანს...
მოცახცახე წითელი ხის ფონზე
ამ თეთრ კატას ახლა უკვე სძინავს.
                                                            მ.დ. 14.11.13.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები