ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2013


მე კვლავ ჩემში ვარ

დრო გავიდა და ისევ შევხვდით ერთმანეთს ძველო,
დრო გავიდა და ისევ ვტკეპნი შენს ფართო ქუჩებს,
ახლა არ მინდა სევდაზე და ცრემლებზე ვწერო,
ახლა ჩვილს ვგავარ,იმ ჩვილს-გული რიხით რომ უცემს.


წლები გავიდა,ყველაფერი დასრულდა მგონი,
მე და შენ ახლა ერთმანეთის სიგიჟით ვტკბებით,
მე დავაბრუნე წაღებული მიწა და მძორი,
მაგრამ სივრცეში დამეკარგა უშენო წლები.

იცი?მე ფრთები გამოვისხი,იცი?მე ვაფრენ!
აქ დავიწყება ემუქრება ყოველგვარ ტკივილს,
არ ვითხოვ ტაშს და არც გვირგვინად არ მინდა დაფნა,
მე დავხრი თავს და ჩემს სხეულში ამაყად ვივლი.


მე სუნთქვასავით მოვენატრე გაყინულ თბილისს...
მე უკვე აქ ვარ...!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები