ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
27 ნოემბერი, 2013


ჩაიზე უბრალოდ მისაყოლებელი....... /ფეისბუქური ჩანახატები/

*************
ფიქრს რომ შეწყვეტ, მაშინ იწყება მთავარი ფიქრი.

როცა გკლავენ, არ შეგეშინდეს სიკვდილის....
აი, როცა კლავ, მაშინ გეშინოდეს.

სიცოცხლეს ბევრი უაზროდ თვლის, რადგან არ იცის, რომ ყველაზე აზრიანი სიცოცხლეც კი მხოლოდ რეპეტიციაა....რეპეტიციაა რაღაცა უფრო მეტისათვის, ვიდრე სიცოცხლეა...... და ამიტომ იცოცხლე!

თავს როცა კარგავ, გაიხსენე...თუმცა რაღას გაიხსენებ, რაც აღარა გაქვს....

როცა ვინმე გელოდება, ძალიან კარგია, მაგრამ უკეთესია, როცა თავად მოელი ვინმეს...

სადამდე უნდა ვიცხოვროთ ასე...სადამდე? ....ან იქამდე, სანამ არ მოვკვდებით... ან იქამდე, სანამ არ დავიწყებთ გარდაცვალებას......

ყველაზე მოკლე გზა? ... გზა საკუთარი გულისაკენ... და ყველაზე გრძელი გზა?.... გზა საკუთარი გულისაკენ.... და ეს როგორ?.... როგორც გიყვარს. /29.05.13./

******************
თეთრი, ფუმფულა და.... ბეზე არ გეგონოს..... ღრუბლის ჩემი ქულაა, წუხელ ხის კენწეროს გამოდებულიყო და მოვიპარე. მერე? მერე სტრიქონს მივაბი, თუმცა ამ ქათქათა ფურცელზე სულ არ ჩანს.....

ოქროსფრად დაბრაწული და ცოოტა უხეში.... და ხრაშუნებს... ორცხობილა კი არა და ქარისგან გამომშრალ-დაღლილი ჭადრის ფოთლების გულისხეთქებაა ყველა ჩემს ნაბიჯზე.....

ყვითლად გაცრეცილი ბორბალი ბლანტი ტრიალით დაეშვება წანისლულ ფსკერზე....ლიმნიან ჩაის ვურევ?!.... ჰო, ალბათ.... შემოდგომის მზე ზარმაცად გადაგორდა ღამის ფინჯანში..... /27.11.13./

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები