ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2013


  ჩამოტვირთვა

არც უნდა მეთქვა და არც უნდა მეფიქრა...

გელოდი უთქმელად,კრძალვით და მალულად,
ის იყო სხივები ჰორიზონტს გასცდა და
ალბათ მეც ლოდინი უფალმა მარგუნა,
ლოდინი უზომო არც იყო,არც -არა...


თვალს ვაწვდენ იმედის შორეულ წიაღებს
დაგეძებ ყველაში (ყველაზე მეტი ხარ!)
ხვალ ალბათ ნათება იმედებს წაიღებს
არც უნდა მეთქვა და არც უნდა მეფიქრა...


და როგორც ცხოვრების ყოველი ეტაპი
უშენო,უღმერთო სამყაროს ცილდება
შორიდან ნაცნობი ბგერებით მეძახი
"ბოდიში,ბოდიში", (მანძილი მცირდება)..


არც იცი, პირველი არ არის საღამო
ჩვენს შორის დროება ასე რომ გამეფდა,
და შენი მოსვლები-გვიანი საკამოდ
დააჩნდა ცხოვრებას უფერულ წამებად...


ლოდინი უზომო არც იყო,არც-არა,
დაგეძებ ყველაში (ყველაზე მეტი ხარ!)
გამეფდა დროება და არც კი მაცალა
რა უნდა მეთქვა და რა უნდა მეფიქრა...


ვუცქერდი ნაბიჯებს, ჩემგან რომ მიყავდი,
ველოდი შენს თვალებს სათნოს და მზიანებს..
ოდესმე მიხვდები რა ძლიერ მიყვარდი,
მიხვდები,კი,მაგრამ  კვლავ დაიგვიანებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები