| ავტორი: თემური57 ჟანრი: პროზა 4 დეკემბერი, 2013 |
ღაბუა ჩიტი - დაიჩოქე, შე ბოზიშვილო! - წაისისინა ავტომატმომარჯვებულმა ახალგაზრდამ და გათოკილ თანატოლს წიხლი მუცელში ჩააზილა. ის წატორტმანდა, თავი ვერ შეიკავა და მინდორზე გულაღმა გაიშხლართა. მოძალადე მიუახლო- ვდა, საყელოში ხელი ჩაავლო და წამოაჩოქა. მერე შეუკურთხა, რასაც მუქარა მოაყოლა: - მოვიდა შენი აღსასრული ... ჟორას ,,მსახვრალი ხელი” ... სიკვდილი დაგაჯდა შუბლზე! მსხვერპლმა ზიზღით გადააფურთხა, ,,ხურდა” დაუბრუნა. - სად არის ჩემი ,,დოლია” ? – წარმოთქვა ჟორამ და ისევ შეიგინა. - შარვალშია შენი ,,დოლია” ! ... დედას ნუ მაგინებ, მკვდარი მყავს დედა ... ორივეს დოლია ერთ ქალს ვაჩუქე, რვა შვილის დედას. ჟორას გესლიანად გაეღიმა: - კრილოვის იგავს მიყვები? - სიმართლეს გიყვები. დედა გამომეცხადა და მთხოვა. - კაიფში გამოგეცხადა? - ცხადში გამომეცხადა, ორ ნაბიჯში ... ცისფერ ბინდში გახვეული დედა. ამ განმარტებას ისევ გინება მოჰყვა, რადგან ჟორამ ოცი ათასი დოლარის ჩუქება ვერ წარმო- იდგინა. - მესროლე, შე ნაბოზვარო! მართლა ვაჩუქე იმ ოჯახს ფული - თქვა დაჩოქილმა – სიცოხლე ჩემთვის ტანჯვაა ... მეოთხე დღეა დედა მეძახის, უნდა წავიდე! ... კაცი არა ხარ? ... მესროლე, შენი! ... ჟორა რატომღაც მოლბა. ,,მეწყვილეს” კარგად იცნობდა, არასდროს ამბობდა ტყუილს. ,,სარ- ჩოსაც” კაცურად უტეხდა. ამიტომ უთხრა: - მაგ ფულით ცოდვების გამოსყიდვა ტყუილად სცადე. ეგ,შენი წილიდან უნდა გექნა. ჩემი მა- ყუთით შენს ცოდვებს ღმერთი არ მიგიტევებს. - მე, ორივესთვის გადავდგი ეს ნაბიჯი ... უფალი შეგვეწევა. ისევ აღებეჭდა ნაძალადევი ღიმილი, თუმცა ჟორა პასუხმა ჩააფიქრა. - ჰოდა! უფლისთვის დამითმია შენი თავი. თუ შეგეწევა, ,,რასხოდი” იყოს. ის შებრუნდა და მანქანისაკენ გაემართა. - მესროლე! - გაისმა ისტერიული ყვირილი. გახუნებუ;ლი ჩირგვიდან შეშინებული ღაბუა ჩიტი აფრინდა ... ... უკაცრიელი გარემო ცისფერმა ბინდმა შემოსა ... თემური
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ეს ალბად, მოთხრობის ნაწილია , შეიძლება ისტერიული ყვირილის შიშის გამო აფრინდა ღაბუა? ეს ალბად, მოთხრობის ნაწილია , შეიძლება ისტერიული ყვირილის შიშის გამო აფრინდა ღაბუა?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|