ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2013


პოეტის ღამე

სუსხია,ქუჩებს მოუსხამთ ქურქი,
ქარი ხმელ ფოთლებს ბავშვივით ართობს,
ბებერ ჭადარზე ჰკიდია თოკი...
პოეტი დადის ქუჩაში მარტო...

ჰკიდია თოკი და ელის პატრონს,
დადის პოეტი,დაეძებს შვებას.
გახუნებია ქუდიც და პალტოც,
მუხლებს მიათრევს,ეცემა-დგება

და მაინც ეძებს იმ ბებერ ჭადარს,
ქარი კვლავ ფრენით ართობს ხმელ ფოთლებს,
სწრაფად გაუდის სიცოცხლეს ვადა,
სადღაც ტურებმა კივილი მორთეს...

პოეტი დადის და ვერ თმობს სევდას,
იმ ვერდაწერილ ლექსებს მისტირის,
მერე რა?!ქვეყნად რა აღარ ხდება,
ქუჩა,ქარი და ღამე მგლისფერი ,
ღამე რომელშიც პოეტი კვდება,
პოეტი ვისაც არვინ მისტირის,

უკვე თენდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები