ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბონვივანი
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2013


პარადიგმა

ღამე გაღვიძებულს,
როცა ყველაფერი სიბნელეში-თითქოსდა  ერთია,
გავხედავ ჰორიზონტს-სავსეს სოსანისფერ ქიმერებით.
და მერე უცაბედად გაკვირვებულს,(ვერ ჩავწვდი მიზეზებს!)
(ვხვდები, ეს ყოველივე ცხადია-ნაფიქრალით......დახატულით....)
და ჩემი უხეში, უტიფარი თითებით-დაგღლი მოფერებით!

ქარები აიშლება-ზვირთებით, ტალღებით, ტორნადოს სიბრაზით....
გული  დასეტყვილი არითმიით, კვლავ ტაქიკარდია,
მინდება ყვირილი, ყმუილი, და ისევ ყვირილი-ბევრი, უსასრულო.....
(არ ვიცი რა მინდა..... თუ ვიცი??.... შიშების სეზონი!!)
თვალები, თითები, ტუჩები-ქარიზმა-ჩემი ანარქია.....

მე შენთან მოვედი, ვიპოვე სიმშვიდე(?!), გიპოვე -იწყება ვნებების ქორალი,
ღამდება-იწყება, თენდება-გრძელდება-არასდროს მთავრდება-ამურის მორალი.....
--------------------------------------------------------------------------------------------------
ღამე გაღვიძებულს-როცა ყველაფერი სიბნელეში-თითქოსდა  ერთია.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები