გიხსენებ, ჩემო მეგობარო, ჩემო მოხუცო, პოეტო კაცო, მყინვარწვერზე უფრო ჭაღარავ, ისე ვარ, თითქოს ყველასათვის გავმხდარავარ უცხო, ამქვეყნად ჩემი აღარავის ესმის აღარა.
შენ ხომ სამშობლოს სიყვარულით იყავი ავად, მეც ბავშვობიდან შემეყარა იგივე სენი, ვდგავარ გზის პირას, მეოცნებე უპოვარს ვგავარ, მამულს რა ვარგო, ამ უფერულ სულსაც ვერ ვშველი.
ყრმობის სკივრს დროის ქარიშხალი დაეპატრონა და მოგონების ნარჩენებსაც ხელიდან მაცლის, რა სათქმელია წაგებული ომი და ბრძოლა, საკუთარ თავთან დაშორება ყოფილა მარცხი.
ალბათ, იმანაც დაგვიკარგა მოკვდავებს ფერი, რომ ვეღარ ვამჩნევთ ერთმანეთს ან თვალს და ყურს ვივსებთ, ვინ იცის, იქნებ თეთრი გედიც მრავალჯერ მღერის, მაგრამ რატომღაც სიკვდილის წინ ესმით სხვებს მისი.
შუბლდაღარულო ბერიკაცო, გჩაგრა ცხოვრებამ, თუმც ყველა ტკივილს მხურვალებით აჯობე ლოცვის, და უკანასკნელ შთაგონებად, ერთ დიდ პოემად, დაგრჩა იმედი ბედნიერი საქართველოსი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. გაიხარე, გიგო. მადლობა. მოკითხვა ჩემგანაც!
გაიხარე, გიგო. მადლობა. მოკითხვა ჩემგანაც!
16. რაგი ხარ თეა!!! შესანიშნავი მიძღვნა!!! მოგიკითხე მეგობარო პოეტესა!!! გაიხარე შენა!!! რაგი ხარ თეა!!! შესანიშნავი მიძღვნა!!! მოგიკითხე მეგობარო პოეტესა!!! გაიხარე შენა!!!
15. დიდი მადლობა ყველას, გაიხარეთ!
დიდი მადლობა ყველას, გაიხარეთ!
14. ღმერთმა აცხონოს ბატონი იმოს სული! ძალიან დამაკლდა... ის იყოხოლმე ჩემი ლექსების პირველი დამჭაშნიკებელი... ჩაგეხუტე თეა, სამშობლოს სიყვარულით ანთებუ გულში... ღმერთმა აცხონოს ბატონი იმოს სული! ძალიან დამაკლდა... ის იყოხოლმე ჩემი ლექსების პირველი დამჭაშნიკებელი... ჩაგეხუტე თეა, სამშობლოს სიყვარულით ანთებუ გულში...
13. მეც მიყვარდა ეგ ადამიანი, მართალი კაცი და ბევრზე კარგი პოეტიც...:-* სულ რამოდენიმეჯერ შევხვდი და ალბათ არასდროს დამავიწდება..:-* 5 მეც მიყვარდა ეგ ადამიანი, მართალი კაცი და ბევრზე კარგი პოეტიც...:-* სულ რამოდენიმეჯერ შევხვდი და ალბათ არასდროს დამავიწდება..:-* 5
12. კარგი ლექსი კარგ ადამიანზე და პოეტზე... ყველას დაგვაკლდა იმო ბაბუ, თბილი, მოსიყვარულე და მართალი კაცი! გმადლობ, თეა, ხსოვნისა რომ დაწერე! 5 კარგი ლექსი კარგ ადამიანზე და პოეტზე... ყველას დაგვაკლდა იმო ბაბუ, თბილი, მოსიყვარულე და მართალი კაცი! გმადლობ, თეა, ხსოვნისა რომ დაწერე! 5
11. Kარგი მიძღვნა კარგი ადამიანისადმი.მარადიული სასუფეველი ჰქონიდეს.+5 Kარგი მიძღვნა კარგი ადამიანისადმი.მარადიული სასუფეველი ჰქონიდეს.+5
10. როგორც მეგობარს, მამას, ბაბუას ისე ვგრძნობდი და ვგრძნობ იმო ძიას... თუმცა, "ბერიკაცის" შეცვლა შეიძლება. ვნახოთ.
მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა.
როგორც მეგობარს, მამას, ბაბუას ისე ვგრძნობდი და ვგრძნობ იმო ძიას... თუმცა, "ბერიკაცის" შეცვლა შეიძლება. ვნახოთ.
მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა.
9. ...
კაი კაცი იყო, მართლა კაი კაცი.
ყველა სიკეთე... ...
კაი კაცი იყო, მართლა კაი კაცი.
ყველა სიკეთე...
8. "ვინ იცის, იქნებ თეთრი გედიც მრავალჯერ მღერის, მაგრამ რატომღაც სიკვდილის წინ ესმით სხვებს მისი." :(
"ვინ იცის, იქნებ თეთრი გედიც მრავალჯერ მღერის, მაგრამ რატომღაც სიკვდილის წინ ესმით სხვებს მისი." :(
7. ავტორი: თეა თაბაგარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: თეა თაბაგარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
5. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
4. საოცრად დააკლდა იმო აქაურობას... და არა მარტო, აქაურობას. საოცრად თბილი, მოსიყვარულე, ერთგული, ვაჟკაცი იყო. დიდდთან - დიდი, პატარასთან - პატარა. დიდებული პოეტი და პიროვნება. ალბათ, ერთ-ერთი უკანასკნელი "დონ კიხოტი", ამ ცნების საუკეთესო გაგებით. ღმერთმა აცხონოს! დიდი მადლობა ავტორს, ლამაზი გახსენებისთვის. ერთი ეს არის, ცუდი რა თქმა უნდა არაფერია, მაგრამ "მოხუცი" და "ბერიკაცი", თითქოს არ მიესადაგება ამ ხმალ-კალამშემართულ, ადამიანს. საოცრად დააკლდა იმო აქაურობას... და არა მარტო, აქაურობას. საოცრად თბილი, მოსიყვარულე, ერთგული, ვაჟკაცი იყო. დიდდთან - დიდი, პატარასთან - პატარა. დიდებული პოეტი და პიროვნება. ალბათ, ერთ-ერთი უკანასკნელი "დონ კიხოტი", ამ ცნების საუკეთესო გაგებით. ღმერთმა აცხონოს! დიდი მადლობა ავტორს, ლამაზი გახსენებისთვის. ერთი ეს არის, ცუდი რა თქმა უნდა არაფერია, მაგრამ "მოხუცი" და "ბერიკაცი", თითქოს არ მიესადაგება ამ ხმალ-კალამშემართულ, ადამიანს.
3. გულიანი მიძღვნაა2+ წარმატებები. გულიანი მიძღვნაა2+ წარმატებები.
2. კარგი მიძღვნა კარგ ადამიანსა და პოეტს, უფალმა გაანათლოს იმო ძიას სული, კაცობის ეტალონი იყო! გვახსოვს და გვენატრება საქართველოსთვის დამწვარი ჯიგარი! კარგი მიძღვნა კარგ ადამიანსა და პოეტს, უფალმა გაანათლოს იმო ძიას სული, კაცობის ეტალონი იყო! გვახსოვს და გვენატრება საქართველოსთვის დამწვარი ჯიგარი!
1. პოემა: http://urakparaki.com/?m=4&ID=55321 პოემა: http://urakparaki.com/?m=4&ID=55321
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|