ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: იუმორისტული
11 დეკემბერი, 2013


მოგონებანი გარდასულ დღეთა :))))

ერთხელ:)))))))))))))))))))  მიშა ღანიშაშვილს და მე, კამათი მოგვივიდა ურაკპარაკზე. მახსოვს ჩემი ბრალი იყო, მისი ლექსის კომენტარში რაღაც გველობა დავწერე:)  მიშამაც არ დააყოვნა და მიპასუხა:

ამ ქოქოსაძე ნინოსა,
ჩვევად აქვს: სულ სხვებს კბინოსა,
რაზეა გამწარებული?
ეშმაკმა დააგინოსა!
ამბიციებით საზრდოობს
ქალი გამცდარი კილოსა,
დურბელას სწურავს, იწუნებს
სხვის ალალმართალ ღვინოსა.
იჩემებს, რაც არ ეკუთვნის,
ჯიუტად მიღიღინობსა,
პოეტი ვარო, - იძახის,
თავის ნაჭუჭში ლხინობსა.
ურჩევდა ილტოსპირელი:
ჭირს ჭირზე ნუღარ ხირობსა,
წავიდეს, სხვა საქმე ნახოს,
ვინც იცის, მართლა კვირობსა:
სად - რენუარი, სად - ლექსი,
ხომ არ გაგიჟდით, შვილოსა?!.
                      ილტოსპირელი

მეც ხო, რას ამბობ, შევარჩენდი და :)))

ილტოსპირელო, ბედშაო,
ენა რად გაგიტლეკია?
ჩემი ლექსების იალაღს
მოუხტი როგორც ლეკია.
შენსა ნასროლსა სიტყვებსა
სულ მიწა დაუხვრეტია!
მე ისეთ ისრებს გავჭედავ,
მზეს უწვდებოდეს წვეტია,
საკუთარ "ნახირს" მიხედე,
სანამ ამამიწყვეტია!

                              რენუარი

აქ შემოფრიალდა ია მშვიდობაძე და იძრო თეთრი მანდილი - პროზად:)))

მიყვარხართ და მიხარიხართ ორივეეე!!! :-*
ისე, შელექსებებით გეპაექრათ ის მერჩივნა :-P კარგადაც გამოდგით და სახალისოცააა :)

P.&. ნინ, მიშაა !  ჩემთან  გეპატიჟებით ნაყინსა და ცივ ყავაზეეე :*******
        გელოდებით! :) ცხოვრება ხანმოკლე და მშვენიერიაააააააააა..... :)

                                ია-ია

მიშა მსწრაფლ დადნა:)


ნაყინსა და ცივ ყავაზე
მოწვევისთვის გმადლობ, ია!
კარგად იცი, გული ჩემი
რა წრფელი და გამნდობია.
კეთილი ხარ. მე თუ ძმა ვარ,
ნინო შენი ნადობია,
კარგი, დავსხდეთ, ვისაუბროთ,
ტკბილად ჭუკჭუკს რა ჯობია!?. :)
                        ილტოსპირელი

წინადადება მეც მომეწონა, მაგრამ...

ვერ მოვალ ია-იაო,
შორიდან გიქე მცდელობა,
ძალიან ცუდი რამაა
ოდითგან, ძმათამკვლელობა.
დღეს შვილთან უნდა გავიდე,
გადავაბრუნო ტაბელი,
შენ რომ ადამდროს გეცხოვრა
გადარჩებოდა აბელი!
სხვაისთვის იყოს, ძვირფასო,
ინტერნეტს გარე სათქმელი,
ერთურთი დაგვახოცინა,
მაგას დაეწოს კაბელი:)))))))))))
                            რენუარი

ამის მერე, კარგახანს „ნევიჟუს“ ვუკეთებდი მიშას და ...ფშავში შემხვდა სხლოვანისკენ გადამავალ ბონდის ხიდზე პირისპირ, ერთი ერთზე:)))))))))))))))))))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები