ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არტემიდა
ჟანრი: იუმორისტული
11 დეკემბერი, 2013


შენმა სურვილმა....

**************************
ჩემო მეფეო, მოვა თოვლი, ვით დედოფალი,
და მე ვიქნები ახალი წლის დაღლილი მეკვლე.
გახსოვს ის ღამე, რომ მოხვედი წვიმაში მთვრალი
და ფანჯრების წინ გალეშილმა როგორ იცეკვე?!
+++++++++++++++++++
ოთხი წელია
მიღელვებ სულსა,
შენმა სურვილმა
დამაორსულა...
********************************************************
მეზიზღები იმაზე მეტად,
ვიდრე მიყვარხარ.
მიზიდავ! მძულხარ! ცამეტია
თან პარასკევი....
--------------------------------------------
შიშისაგან ვემალები
შენს მშიერ მზერას.
მე–7 წელი....
+++++++++++++++++++++++++++++
ეხლა უშენობა გულზე მეხეთქა
ვით ტალღა ქვიშას....ჩაიწურა და გაჰქრა...
გაჰქრა და რა ვქნა?
*******************************************************
კრავი უცოდველი ყელზე არ დაგადგე,
სწორედ ამიტომ ხელმწიფევ, დაგადე!
ვზივარ ბუდეში, ვით  ნაწყენი ბარტყი
ჩვენ შორის მტყუანს–––მაგრა გავარტყი!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები