ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2013


  ჩამოტვირთვა

მორიგი ლექსი N-ს

მთელი სამყარო თითქოს ზეცის ამბიონია,
მთვარე გაცურდა, როგორც ნება-ნებად ურემი.
სდუმან გზის პირას თავდახრილი ლამპიონები-
-მდინარის კიდეს ჩამომდგარი მებადურები
და თევზებივით მაგ თვალების მზერას იჭერენ.

მზე რას გახდება, თუ გრძნობები დამუნჯდებიან,
თუ კი ხეებმაც მოიხურეს ქარის საბანი.
მთების ჩრდილები შენს კალთებთან ჩამოჯდებიან
და პოეზია ახლა უფრო არის საბაბი,
მოსვლის შენამდე, უშენობის გადაგვარების.

გადაგორდება ეს დღეები აბორგებული
სტიქიასავით. შეიკვრება ფიქრთა კამარა.
მე, ვით ქალაქის ძველისძველი აბორიგენი,
დავხეტიალობ ერთადერთი ლექსის ამარა
და საკუთარი უიღბლობის კვალდაკვალ გეძებ.

დღეს, კვლავ გრძნობებმა უსაშველოდ გული მოფარეს
და მერამდენედ (ვალი მადევს ნაღდად იმ კაცის)
ნაცნობ გამყიდველს მიხაკების შეკვრვა მოვპარე,
თუმც ვერ ნახავდი მის თვალებში ბრაზს და სიმკაცრეს,
რადგან იცოდა ყვავილები შენთან მომქონდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს