ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
14 დეკემბერი, 2013


4 ანდერძი

A#
(ანდერძი სულხან წულუკიძეს)

ცხოვრება ძმაო მოხეული შარვლის ტოტია
და მერამდენედ შეიხორცებ ვნახავ მაგ მაჯებს,
ძაღლი მიაკვდა - დაიწყებდა ლოცვას ოტია
აუცილებლად, უჩიბუხოდ თუმცა ამჯერად...

მე ვიცი როგორ გეძნელება გზების გაკვლევა,
თავბრუ გეხვევა, ნუ იდარდებ ძმაო ნურაფერს,
თუ ჭამის მერე არ სვამ დოზით ნუროფენს
არ გეღირსება ქორწილამდე წონის დაკლება.

დამპირდი მტკიცედ, მალე მოვა ჩვენთან აპრილი
დროს ნუ უყურებ, ხომ იცი რომ სახლში გელიან,
რა გულით მნახავ, ან რას გგიგავს ძმაო ცხვირპირი,
შენი თილისმა დაჟანგული მაკრატელია

რომ თავი მოგჭრან, ანდა ტანი, ანდა... არც ვიცი
შეეშვი ოღონდ დამიჯერე ძმაო, შარვლის ტოტს,
მაგ ახირებას რომ იცოდე ყველა განვიცდით,
ჰოდა კალამიც მემეტება შენთვის ამიტომ.

ახლა ეს სიტყვაც (ასე მჯერა) ჰგავს თავის ტკივილს,
ვზივარ მეც ჩემთვის მოხეული შარვლის ტოტივით,
გახსოვდეს ძმაო ვერ გაუძლებ შენ ქალის კივილს
გემშვიდობები სიბემოლის ყალბი ნოტივით.



ფრთხილად, საჭესთან ქალია!
(ანდერძი გენრი დოლიძეს)

ნამიანი ხელებით ეფერები ლაყუჩებს,
თევზს გაუშრა პირი და გამოუჩნდა ნეკნები,
მაგ თვალების სიშავეს ზღვა რომ ვეღარ ალურჯებს...
მორჩი გენრი, გავიგეთ ფერებში რომ ერკვევი.
წელსაც მოვა, სად წავა, დაველოდოთ ამ ივლისს..
გარეთ როლი გაცვალეს აისმა და დაისმა,
ახლა დილა მოკლეა, ღამეც უცებ გაივლის,
გათენდება შუაღამეს, მამლის ხმა თუ გაისმა.

ნაწვიმარზე უცხო მგზავრს გაწუწავს და ჩაივლის,
თუკი მძღოლად შენს გვერდით შენს მეუღლეს დაისვამ…

მერე... მერე რა გითხრა, აქ გამექცა რითმი და
მერე თევზსაც დაიჭერ ბადით არა, ხელებით,
გაცივდები, მერე კი ფეხს ჭიქაში ითბილავ,
ჩაი გიყვარს ლიმნით და მადიანი ხველებით.
სადღაც აწვიმს საზამთროს, სადღაც ათოვს ალუჩას,
სადღაც როლი გაცვალეს აისმა და დაისმა…
დღე იწყება დილით და ღამეს პირი არ უჩანს,
როცა მძღოლად შენს გვერდით შენს მეუღლეს დაისვამ…

შენ ეი!!!
(ანდერძი გიორგი გაბაიძეს)

შენ ეი!
ის ეი,
მან ეი,
მე ეი...
მიმართე სახელით, სახელი თუკი აქვს,
წავა და მოვა და გეტყვის რომ ასწავლე
ქართულად ასეა: წევეი, მევეი.

ასწავლე ბავშვებს რომ ქართულად სწორია:
თებზი და ნაფთი და დგმური და ლობია,
სიმაღლე კი მოგცა ღმერთმა და ჰა ცოცხი,
რამეთუ კედელზე გარედან ობია.

შეეშვი! მერცხლების ყოფილა ბუდე,
შენ ეი, არ გესმის? ის მოვა, მან მოვლენ,
იყუჩე ხანდროს, თან ყური უგდე,
მერცხლების დოვინს და დოვლის და დოვენს.

შენც გიკვირს რა ეი და მიკვირს მეც ასე,
გჭირდება აღმართში ტროსტი და მიწოლა,
ადიხარ მერვედან მეათე სართულზე,
და ყვირი გააღე! მევეი ბიცოლა!

შენ მოხვალ,
მე მოვალ,
ის მოვა,
მან მოვა...
გიორგავ, მასე ხომ რამე არ გამოვა.


ა ფული
(ანდერძი აჩი ბერიძეს)

შენი ჯიბის ყველა კუთხე გვინახავს,
ფულის ხარჯვის გმირობებიც გვსმენია,
რომ დაფიქრდე უხელფასოდ ვინა ხარ?!
სახლში ჯდომა ახლა ბევრის სენია

და ფულს მხოლოდ ხელს უშვებდი იმიტომ,
რომ დამალვას მამაშენი გიშლიდა,
სახელი კი შენ გაგითქვამს იმით რომ
საკუთარი შვილი დედამ გიშვილა.

გახარებულს სხვა და სხვისი ვალები,
გიხარია როგორც თბილი ალერსი,
ამდენ ცდაში ჩამოგცილდნენ ქალები,
ხმალიც უკვე დაიღალა ალესვით.

შვილიშვილებს უყვები და ნებდები,
სადღეგრძელოც ყელში ცრემლად გიწყდება,
ვაი როგორ ბედოვლათი ბერდები
ეს ცხოვრება საფულედან იწყება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები