ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2013


XXX

მთელი დღე თოვდა,როგორ შვენის დეკემბერს თოვლი,
მონატრებიხარ ამ ქალაქის ჭაღარა ქუჩებს,
მოგნატრებია ეს ქალაქი თბილქვეყნებმოვლილს,
ამ რეალობის დაჯერება თვალებსაც უჭირს...

უცნაურია,როცა ხედავ ფერშეცვლილ ქალაქს,
(თან ეს ქალაქი სისხლითა და ხორჩით შენია)
ჯიბით ატარებ საუკუნის წინანდელ ბარათს,
სადაც თბილისი ასეთივე-თოვლისფერია

და ვერ იჯერებ.რომ რუსთველის მიჰყვები გამზირს,
რომ ეს ფიფქები სულ არ არის ბუტაფორია,
შენ გააფრინე,ან კარგად ხარ...არ იცი რა გჭირს,
ფაქტი ერთია,თეთრ ქუჩებში იწყებ ბორიალს.

უკვე დაბრუნდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები