ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2013


თოვლის ფიფქი

ვერცხლისფერი, ცივი მთვარე
გადმოჰყურებს არემარეს,
მისი მშვიდი გულიც ფეთქავს,
როცა უსმენს ღრუბლის სუნთქვას.
ღრუბელი კი მძიმედ სუნთქავს,
თითქოს ვიღაც ჯოხით პენტავს,
განშორება უჭირს მათთან,
მაგრამ ფიფქებს მაინც ფანტავს.
ფიფქები კი გაკვირვებით
ფარფატებენ, განა თვითონ,
არა, რაღაც უხილავი
მათ იზიდავს დაბლა თითქოს.
ერთი ფიფქი თავბრუსხვევით,
მობზრიალებს განუწყვეტლივ,
ვერცხლისფერი მთვარის შუქზე
ექაჩება რაღაც ქვევით.
დანახვა ჭირს დაბლა მიწის,
ღამე არის მეტად ბნელი,
მოფარფატებს და არ იცის
პაწაწინას წინ რა ელის.
სხვა ფიფქებსაც გადახედა,
ყველა ირგვლივ მიწას ქარგავს,
ზოგი ხეს და ზოგიც ქუჩას,
თოვას ბოლო აღარ უჩანს.
აივანზე დასკუპება
მოისურვა ნაზმა ფიფქმა,
უხარია, რომ მშვიდობით
მოაღწია როგორც იქნა.

აი მე კი ვერც შევნიშნე
ხელის გულზე გუბე ცრემლის,
ფიფქს ხომ ხელი დავახვედრე ,
დაუნდობლად თბილი ხელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები