ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2013


!!!

წერო არაფერზე, უკვე სიგიჟეა,
მართლა სიგიჟეა-წერა არაფერზე,
მაგრამ მაშინ როცა ფეხზე გიკიდებენ,
მაგრამ მაშინ როცა სურთ,რომ არ აფრენდე

უნდა აიღო და ასე-უმიზეზოდ,
ასე-ჩვეულებრივ წერო სისულელე,
თითქოს ორმაგ ლულას შუბლზე იმიზნებდე,
თითქოს იმას ფიქრობ,რასაც ისურვებენ

სხვები,ის სხვები ვინც უკვე გადაგთელა,
ხალხი,ვისაც შენი ესმის-არაფერი,
ყველა დანაშაულს ახლავს გამართლება,
ბოლოს აფსურდია ყველა განაჩენი,

რადგან ეს სამყარო არის გულმავიწყი,
ხალხი-ეს ფარა კი ჯიშით სულელია,
(ახლა რას ვამბობდი უკვე დამავიწყდა)
ახლა ირგვლივ მხოლოდ დენთის სურნელია...

წერო არაფერზე, უკვე სიგიჟეა,
მართლა სიგიჟეა-წერა არაფერზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები