ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არტემიდა
ჟანრი: იუმორისტული
19 დეკემბერი, 2013


თურმე ურაკზე და არა მარტო...

1.თურმე უნდა მოითხოვო და გექნება!
2.თურმე ისწავლე საკუთარი თავის პატივისცემა, რათა სხვამაც დაგაფასოს!
3.თურმე არც ერთი კეთილი საქმე, არ რჩება დაუსჯელი!
4.თურმე----"ლამაზი და ჭკვიანი ცოლი,თუ კარგია შენი იყოს!"
5.თურმე ურაკზე ლექსების გარჩევის ნაცვლად-საქმეებს არჩევენ!
6.თურმე წერს იმას,რაც არ უნახია (ესეიგი დაიჯერა იმის,რისი დაჯერებაც უნდოდა ან რაშიც დაააჯერეს!)
7.თურმე ლამაზ ფეხებს და თვალებს უწერენ ქულებს, არა და ...
8.თურმე მგელი უნდა იყო მგლებში, ცხვრებში და საერთოდ ცხოვრებაში!
9.თურმე ლიტერატორთან შეიძლება "აგდებულად" ბლარდძღუნი.
10.თურმე ისე ძალინ "მკიდია"უკვე, რომ თავი "ვეშოლკა "მგონია.
11.თურმე ყველა კაცის თავში "კოდი "დევს(დაკოდილი ყოფილა მამაკაცის ტვინი და არ ვიცოდი,სანამ ერთმა საკმაოდ ჭკვინმა კაცმა არ მითხრა ეს).
12.თურმე ისეთი ცოლი უნდა, მის მეტმა, არავინ შეხედოს!
13. თურმე -6 იქნებაო და რა ეშველება ამდენ გაყინულ თემებს?
14.თურმე რომანტიკა გაკლიაო ,არა და სექსის მეტს ვერაფერს გთავაზობენ!
15. თურმე წლები მოერია და "ბებრის ყვავილობა"დაეწყო.
16.თურმე ცხენის წელი მოდის-და როგორც ყოველთვის,მთელი ცხოვრება ელოდები თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს, რაში  მოდის, პრინცი კი რჩება ვიღაც უბადრუგთან.
18.თურმე ნიკოლოზობაა დღეს და სრულიად საქართველოს ვულოცავ !

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები