ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2013


...და გაიშალა თოვლში ყაყაჩო

ზამთრის ტყესავით ცივი ტოტემი -
დგანან სახლები, როგორც ხეები,
აივნები კი მსგავსად ტოტების,
ჰგვანან მკლავებში გადაჭრილ ხელებს...
ღრმა ძილით სძინავს გათოშილ ქალაქს,
მზის ამოსვლასაც ვერავინ ნატრობს,
რადგან ჯერ სძინავს ბეტონის ალაგს...
აქ სიცივეა სივრცის პატრონი.
რკინის აივანს მოწყდა გოგონა,
როგორც ზამთრის ხეს ხმელი ფოთოლი,
მოხეტიალე ქარსაც ეგონა,
შემორჩენოდა ყინვას ობოლი...

და გაიშალა თოვლში ყაყაჩო,
სისხლის სურნელით, ნაზი და ცხელი...

დაიგვიანე, სევდამ დაახრჩო,
ჰოდა არც ეხლა არ ახლო ხელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები