ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2013


ურაკელებს!

ასო-ასო აიკინძა ერთი სიტყვა,
მერე სიტყვამ სხვა სიტყვებიც მოიტანა,
ჰოდა ახლა აფიქსირებთ როგორც იქნა
ამ სტრიქონებს, დალაგებულს განდა-განა.

გამარჯობა, მე ლექსი ვარ ქარვისფერი,
სიტყვა-სიტყა ჩამოქნილი სტრიქონებით,
ჩემში ბრწყინავს მზე და გულიც ლხენით მღერის,
ალალი ვარ და არაფერს არ ვიგონებ.

მე გამათბო მაგ თვალების სილამაზემ,
ჰოდა ვნატრობ უსასრულოდ გაგრძელებას
წამის, როცა მე შემეხო თქვენი მზერა,
მსურს კეთილი რომ გისურვოთ ბედისწერა.

მაპატიეთ, რომ ლექსია არაფერზე,
სათქმელის თქმას არასოდეს დავიზარებ,
მაგრამ ვიდრე შეივსება აზარფეშა,
თქვენთან ერთად ახალი წლით გავიხარებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები