ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2013


.!.

მიყვარხართ,მიყვარხართ,მიყვარხართ,
დავდივარ ქუჩებში ეულად,
მეღირსა მდუმარე მტკვრის ნახვა,
სისხლს კვლავ გრძნობს ვენები,სხეული...

დავდივარ,დავდივარ,დავდივარ...
ვერ ნახავთ დღეს ჩემზე მხიარულს,
თითქოს ეს ქალაქი გაზრდილა,
მე უნდა ვიარო,ვიარო...

აქ თითქოს მეფე ვარ,ხო მეფე,
ჩემია მთაწმინდაც და მთვარეც,
ამ მთვარეს ძაღლები უყეფენ,
მე კი ვარსკვლავები დავთვალე,

დავთვალე ხო ისე-ბავშვურად,
მოვედე მეტეხს და მეიდანს,
აქ ზეცა არ არის დახშული
და ქარი აკვნესებს ფლეიტას...

ხო!მე ჩემს ქალაქში დავდივარ,
ხო! მე ჩემს ქალაქში ვხმაურობ...
ახლა მეამიტი ბავშვი ვარ,
მაგრამ ვგრძნობ ქალაქის აურას,
მას მე ძველებურად ვუყვარვარ,
ის კვლავ ჩემებურად ხმაურობს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები