ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2013


მეჩემგულები

მეჩემგულები... (არ ვითხოვ პასუხს)
ეგოისტურად მიყვარხარ დღესაც,
შენ რაც იცოდი, შენ რაც გეგონა,
რისიც გჯეროდა, იმაზე მეტად...
მეჩემგულები... (და რომც არ გითხრა)
შენა ხარ ამ გზის აქეთაც... იქით...
მე თავის დროზე შეგქმენი კერპად,
მერე ამ კერპის ვირწმუნე თითქმის...
ისეთივეა დღეს ყველაფერი,
ზუსტად ისეთი, გარდა ამ რწმენის...
თუმცა, მე უკვე აღარ შემომრჩა
აღარაფერი გარდა - სათქმელის...
და როგორ შევძლო, როგორ გავგიჟდე,
ასე უბრალოდ სხვაში გაგცვალო,
ვიღაცა კი არ  - უშენოდ ზოგჯერ,
მეზედმეტება მთელი სამყაროც...
ბოლოს კი მაინც გაცვდა ფრაზებიც...
აზრი დაკარგა სიტყვამ სრულებით...
მაგრამ მაინც გწერ... ასე უბრალოდ...
ჩემთვის... ჯიუტად... მ ე ჩ ე მ გ უ ლ ე ბ ი !

ლიკა ოხანაშვილი

19.06.2013




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები