ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2013


ეძღვნება იმათ ვინც უფალში გაიცვალნენ:

ნიავის ნიაღვარს მიარღვევს ნია და
გველისფრად ეტყობა ნიადაგს ძარღვები
უსიერ, უმყარო ლიანდაგს მიადგა
კაცი მას ეშმაკის იქითაც გაყვება...
თვალებში ვეტყობი: იქნება აწუხებს
ეს ლექსი: არცლექსი: არაფერსიმება...
მას არ ემღერება სიკვდილის მარწუხებს
მიარღვევს და რჩება ისევ მათ იმედად....
მღერიან... მღერიან... ქარია: ტაატი
ღმერთს სულში ურტყამენ როგორც ძველ ბარაბანს
ტკივილში ყველაზე უწმინდესს წავაწყდი
მუხლებზე დაეცა სამყარო: ბარაბა...
......................................................
ნიავის ნიაღვარს მიარღვევს ნია და...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს