ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2013


შენ ხარ ვენახი!

წარსულის ნისლი გაფანტე მრუმე,
უსმენ ახალი ცხოვრების ძახილს,
ეს იმიტომ, რომ ოდითგან თურმე
შენ ხარ ვენახი!
          ბერდია ბერიაშვილი.
***

ხმლით აჩეხილიც, მუდამ ცდილობდი,
ძირს დაცემული მტერს არ ენახე,
დღესაც იშუშებ მორიგ ჭრილობებს,
საქართველოო, შენ ხარ ვენახი!
ჰო, აი ახლაც, "ახლადგასხლულსაც"
შენ გაზაფხულის გივლის ქარ(ებ)ი,
კვლავ ელოდები იმ მზის მარხილსაც,
ვაზი რომ ნატრობს განაწამები.
უხვია ცრემლიც, მაგრამ იმედიც,
რომ გაბრწყინდება სახელი შენი,
უფლის შეწევნით, ხვალ უფრო მეტად,,
კვლავ დაგიდგება გულუხვი რთველი.
მე კი, არ მინდა ვნატრობდე მხოლოდ,
აყვავებულიც მალე მენახე,
ვაზის ცრემლების ძველო სამჭედლო,
საქართველოო, შენ ხარ ვენახი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები