ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2013


აფხაზეთო, ძმას გადარებ!

აფხაზეთო, შენზე სევდა შევადარე – ხსოვნას ძმისა,
ჩემს შობამდე შობილის და ნაადრევად გარდაცვლილის.
არ ვიცნობდი გოგლას, მაგრამ სისხლი მაინც ითხოვს მისას –
დაუსწრებლად მიყვარს ჩემი დედისა და მამის შვილი!

არც შენ გიცნობ (რა ბედი მაქვს?!), ვერც ერთს ჩაგხედეთ თვალებში,
ნეტა შენ მაინც თუ დაგყვა, მამას ზღვისფერი გუგები?
მეშინია, რაც დრო გადის, რაც უფრო შევდივარ წლებში,
ჩემს ყოფაში – თქვენს არყოფნას, უფრო მეტად ვეგუები...

მაგრამ ქრისტიანი ვარ და ღვთის წყალობის იმედი მაქვს,
რომ იმ ქვეყნად, ჩემს უფროს ძმას შემახვედრებს სადმე, ახლოს.
აი შენ კი – აფხაზეთო, სიტყვას გაძლევ, გპირდები, აქ,
ამ ცხოვრებაშივე უნდა შინ დაბრუნებული გნახო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს