ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2013


ეძღვნებათ მათ ვინც ბუხართან, ცოტა სევდიან, ცოტა მისტიურ ამბებს ყვებიან.:)

ღამეა ...
ბარდნის...
ჩემი ფანჯრის წინ ლამპიონი ,
ცალ ფეხზე მდგარი...-
ისე საყვარლად ჩაუქინდრავს ლამაზი თავი,
კაცი იფიქრებს, საპატიოდ
ამ დღის...-
ანთია!
ფანტელები ადნება ღაწვზე...

ღამეა...
ბარდნის...
დათოვლილი თეთქი ქალაქი,
უამრავი ყვითელი თვალით,
გაოგნებული გაჰყურებს ზეცას,
თეთრად ჩამოსულს და
დარდით არ არის!
-ვაითუ გძინავს?!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები