ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2013


საახალწლო ლექსი

გვეუბნებიან, რომ თვალებით ვგავართ ერთმანეთს,
შენი ღიმილი ზამთრადქცეულ მიდამოს მითბობს,
ბუნებრივია, სულებითაც ვგავართ, ღრმერთმანი!..
კვლავ ნანინანატრ ბავშვობაზე მინდა მოგითხრო

ჩურჩულით, ხოლო მარტოობის საათებს წაშლის,
აივანზე რომ ქარი დადის, ქარიზმატული,
და საღამოსთან მისტიურად ამყარებს კავშირს,
ჩემს განწყობაში თავნებობა ქალის მატულობს.

ეს სტრიქონებიც მოგხიბლავენ, გაგაოცებენ-
თითქოს ევროპულ ყაიდის და ბევრად აზიატს,
შემოვუნახოთ თოვლის ბაბუს საგზლად კოცნები,
ჩამოურიგოს საქართველოს ფესვებს ვაზიანს.

მიმოეფერე დაღლილ ხელებს და დამაჯერე,
რომ ფანტელები ნიადაგის ნაოჭს კემსავენ,
მერე თითები მითიურად, ზღაპრად აღწერენ
მოგზაურობას მთებში, სადაც ხარობს კესანე.

გარეთ იმპროვიზირებული დგანან ნაძვები,
წყვილმა ფიფქებმა ფანჯარაზე ფრთები დახატეს,
იფარფატებენ შუშხუნებიც, სანამ გაძლებენ...
ოთახს სინათლის აურა აქვს. ვხვდებით ახალ წელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები