ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2014


როცა მზე ცასავით ლურჯი არის

შენთან თოვს და თეთრი ნაბიჯები
სულ სხვა მისამართთან მთავრდებიან.
თბილისში წვიმა მოდის გამეტებით
და მხრებზე წვეთები მრავლდებიან.

უშენოდ ისეთი სიცივეა
უშენოდ ისეთი ქარი არის
თვალებიც აღარ მიცინიან.
გუშინ შენს სახლთან რომ ჩავიარე -

შემხვდა ერთი ვინმე ქირომანტი,
ხელებს უყურებდა თავის ნებით,
ასე თუ გიყვარდი, რატომ არ თქვი?!
ვცხოვრობ ძველებურად ღამის თევით -

ვყვები -მნიშნელობა არ აქვს შენთვის.
როცა მზე ცასავით ლურჯი არის,
მხრებზე წვიმის წვეთებს თოვა შეცვლის.
უშენოდ სიცივეა - მომიარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები